“ნეტგაზეთს” კომპანია “თელასში” განუცხადეს, რომ ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი ქსელში მომხდარი ავარია გახდა. კომპანიის ინფორმაციით, “თელასის” ავარიული ჯგუფი უკვე ადგილზეა და ავარიის შედეგის ლიკვიდაციას ახდენს.
აღმაშენებლის ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 2–3 საათში აღუდგება.