“ჩვენ მომავალი წლიდან ვგეგმავთ ვიმუშაოთ უვადო პატიმრების თემაზე, აქ არის საკანონმდებლო ცვლილებები განსახორციელებელი იმისთვის, რომ შვება მივცეთ იმ ადამიანებს, როგორც ამას ჩვენ მათ დავპირდით, რომ უვადო პატიმრობა საქართველოში არ იყოს ნამდვილი უვადო პატიმრობა, რადგან ამას კრძალავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. მომზადებულია კნონპროექტი და იანვრიდან უკვე იქნება განსჯის საგანი. ერთი თვის წინ დაიწყო არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები”, – განაცხადა წულუკიანმა დღეს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” იუსტიციის სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის შეჯამების შემდეგ.