ახალი ამბები

უსუფაშვილი: ვანო მერაბიშვილის განცხადებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს

17 დეკემბერი, 2013 •
უსუფაშვილი: ვანო მერაბიშვილის განცხადებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს

“ყველა პატიმარს, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს, აქვს თავისი უფლებები. ეს უფლებები არის დასაცავი ყველას მხრიდან. გამოძიებას აქვს თავისი ვალდებულება, თავისი უფლებები გამოძიებისა და საპროცესო მოქმედებების წარმოების. ეს არის ჩარჩო. ამის იქით, თუ ვინმეს უფლება დაირღვა, არსებობს წესი და რიგი, რომ ამას მიხედონ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 

დავით უსუფაშვილს მიაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის ბრალდებები პროკურატურამ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს მისი ბრალდების საფუძვლიანობა. 

 

ვანო მერაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ შაბათს, გამთენიისას, იგი გაიყვანეს ციხიდან, სავარუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობაში, სადაც ერთ-ერთ კაბინეტში მას დახვდა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც, როგორც მერაბიშვილი ამბობს, დაემუქრა, რომ გაუარესდებოდა ციხეში მისი პირობები. ასევე, დაიჭერდნენ მის თანაპარტიელებს, მეგობრებს, ნათესავებს, თუკი ის არ ითანაშრომლებდა მათთან ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და მიხეილ სააკაშვილის კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი