ახალი ამბები

გიგი უგულავა პროკურატურაში დაიბარეს

17 დეკემბერი, 2013 •
გიგი უგულავა პროკურატურაში დაიბარეს

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

“საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით თბილისის მერი გიორგი უგულავა საქართველოს მთავარ პროკურატურაში იქნა დაბარებული. საქმე ეხება ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა“ და ააიპ „თბილისის გავნითარების ფონდის“ თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს,”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

 

გიგი უგულავა მთავარ პროკურატურაში ხვალ, 1 საათზე უნდა მივიდეს.

 

პარლამენტის წევრმა დავით საყვარელიძემ “ფეისბუქის” გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ამბობს, რომ საქართველოში რეპრესიები დაიწყო.

 

“რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო! ვინაიდან ხვალ დაიბარეს მთავარ პროკურატურაში ქალაქის მერი, გიგი უგულავა, პროკურატურის წინ ვანოს [მერაბიშვილის] მხარდამჭერი ხვალინდელი აქციის დრო შეიცვალა! სამის ნახევრის ნაცვლად – პირველის ნახევარზე!”- განაცხადა საყვარელიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი