ახალი ამბები

26 მაისის პროგრამა

26 მაისი, 2018 • 2976
26 მაისის პროგრამა

2018 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საზეიმო და გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი.

თბილისი

12:00 საათზე თავისუფლების მოედანზე  ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება, ასევე, იქნება სამხედრო ტექნიკის გამოფენა.

11:00-დან 22:00 საათამდე:

  • ექსპოზიცია „პოსტერი 100“ – ღია ცის ქვეშ, რუსთაველის გამზირზე 100 პოსტერისგან შემდგარი გამოფენა გაიმართება. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თაობის არტისტები, მხატვრები, გრაფიკული დიზაინერები, სამხატვრო სტუდიები და სახელოსნოები, ასევე სტუდენტები.
  • ლოგო „100“ – რუსთაველის გამზირზე, სპეციალურად შერჩეულ ადგილას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მოცულობითი ზომის ლოგო განთავსდება, რომელზეც დავით კაკაბაძის ცნობილი ფერწერული ტილოს პრინტი იქნება დატანილი.
  • ინსტალაცია „100“ – რკინის კონსტრუქცია – მოცულობითი ციფრები თანდართული საგამოფენო სტენდით და ჩამონტაჟებული ფოტომასალით.
  • კინოჩვენება – პროექტი გულისხმობს ძველი კინოთეატრის გაცოცხლებას. ოპერის მიმდებარედ განთავსდება კინო-პავილიონი შესაბამისი თემატური რეკვიზიტებით და დღის განმავლობაში გაეშვება სხვადასხვა ძველი ფილმები, ასევე ღონისძიებისთვის მომზადებული 25 წუთიანი ფილმი, სახელწოდებით „1918-2018“.
  • საბავშვო სივრცეები – პარლამენტის შენობის წინ მოეწყობა 3 საბავშვო გასართობის სივრცე:
  • სივრცე 1 – წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თამაშები და ღონისძიების განმავლობაში ტერიტორიაზე წარმოდგენილნი იქნებიან ანიმატორები.
  • სივრცე 2 – ჭადრაკი, სამაგიდო თამაშები, დიდი შაში, ფეხის ბილიარდი, მხიარული სათვალეები, სიზმრების დამჭერი, ბამბის ნაყინი, პლასტელინით ძერწვა; ანიმატორები, მიმები.
  • სივრცე 3 – წარმოდგენილი იქნება ანიმატორები, ილუზიონისტების შოუ, საცირკო სანახაობა, ჯამბაზების შოუ, ოჩოფეხები, სახეზე მოხატვა, თოჯინების თეატრი, აზოტის შოუ, ზღაპრის გმირები, წყლის ბუშტების შოუ.
  • საბავშვო სცენა/კონცერტები – რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სცენა, სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვა საბავშვო სტუდიის კონცერტები გაიმართება.

საბავშვო კონცერტების განრიგი:

  • ბასტი-ბუბუ – 11:00 – 11:40 სთ
  • ანა-ბანა – 12:10 – 12:50 სთ
  • მეკოს სტუდია –   13:20 -14:00 სთ
  • ბიჭუნათა კაპელა – 14:15- 14:45 სთ
  • ბენდი 19 (მე-19 სკოლა) –   15:30-16:10 სთ
  • აბა-ბანა – 16:10-16:50 სთ
  • ბასტი-ბუბუ – 16:50-17:30 სთ
  • მეკოს სტუდია – 19:00- 19:40 სთ
  • საკარნავალო მსვლელობა (13:00-17:00 სთ) – მოეწყობა კოსტიუმირებული, სანახაობრივი მსვლელობა – “ზღაპრულ სამყაროში მოგზაური მუსიკოსები“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 24 თემატურ კოსტიუმში გამოწყობილი არტისტი. პერფორმანსს გააფორმებს სასულე ორკესტრი.
  • ყვავილების ფესტივალი – წარმოდგენილი იქნება დეკორატიული მცენარეები, ცოცხალი ყვავილების პანოები, დამთვალიერებელთათვის მოეწყობა “მწვანე გაკვეთილები”, რომლებზეც გამოცდილი ფლორისტები, მსურველებს დეკორატიულ ქოთნებსა და ყვავილების გვირგვინებს დაამზადებინებენ.
  • ვარდების მოედანზე არსებული 300 წლის ზეთისხილის ხე მხატვრულად განათდება.

21:00 საათიდან

  • გალა კონცერტი – რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 100 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება. გალა კონცერტის სცენა წინა წლებისგან განსხვავებით, აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის ელემენტებითა და დეკორაციებით: ამრეკლავი იატაკით, ლედ განათებებით, აკუსტიკური კედლებით და ა.შ.

საქართველოს რეგიონებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი