ახალი ამბები

სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

13 დეკემბერი, 2013 •
სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

“რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია პატიმრის ცემის შესახებ მე-7 საპყრობილეში. ამ საკითხზე მოკვლევა არის დაწყებული და სანამ არ დამთავრდება, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დირექტორს, შოთა ტრაპაიძეს დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება. მოკვლევის დამთავრების შემდეგ, იმის მიხედვით, თუ რა გამოიკვეთება, გადაიგზავნება საქმე ან გამოძიებაში, ან შეწყდება მოკვლევა და აღდგება ეს ადამიანი თავის თანამდებობაზე.

 

ადამიანს აქვს დაზიანებები, ასახელებს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც, მისი თქმით, სცემეს, თუმცა პარალულურად ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ ძვრება რაღაც სკამზე, როგორ აფარებს რაღაცა ნაჭერს, ოთახში რა ხდება, მერე არჩენს. ამას აკეთებს თვითონ, შესაბამისად, ცხადია, არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება იყოს თვითდაზიანება ან შეიძლება იყოს მართალი ეს ინფორმაცია, ჩვენებები, რასაც ის იძლევა. გამოძიება დაადგენს, რა არის რეალობა და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

პატიმარ მირზა გიგლემიანის ცემის თაობაზე ადვოკატმა ირმა ბერიკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ, რასაც 11 დეკემბერს სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია:

 

“ამჟამად მსჯავრდებული მირზა გიგლემიანი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამინისტროს მიერ კონტროლზეა აყვანილი. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის ცემის ფაქტი დადასტურდება, მსჯავრდებულზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე პირები პასუხს კანონის წინაშე აგებენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი