გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მნისტრის და ენერგეტიკის მინისტრი, თურქეთისა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრებთან, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მთავრობის ეკონომიკური გუნდის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრებიან.
თურქეთთან, ბორჩხას ქვესადგურთან დამაკაშირებელი 400 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი და ახალციხის ქვესადგური „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის ფარგლებში აშენდა. ქვესადგურში მუდმივი დენის ჩანართი (Back to Back) დამონტაჟდა, განხორციელდა ახალციხის, ზესტაფონისა და გარდაბნის ქვესადგურების ურთიერთმაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების- “ვარძია 500” და “ზეკარი 500” მშენებლობა/რეაბილიტაცია.
ახალი გადამცემი ხაზისა და ქვესადგურის ოპერირებას „ენერგოტრანსი“ განახორციელებს. „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ ევროს შეადგენს. აქედან, ახალციხის 500/400/220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობასა და მუდმივი დენის ჩანართის მონტაჟზე 158,8 მლნ ევრო დაიხარჯა.
პროექტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და საქართველოს მთავრობამ დააფინანსეს: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)- 80 მლნ ევრო, ევროპის საინვესტიციო ბანკი – 80 მლნ ევრო, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი(KfW) – 100 მლნ ევრო, საქართველოს მთავრობა – 53 მლნ ევრო და NIF(ევროკავშირი) გრანტი– 8 მლნ ევრო.