10:00 – ბორჯომის, წაღვერის, ახალდაბის, ზუგდიდისა და გორის ახალგაზრდა გარემოსდამცველები მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში „ადამიანის გავლენა გარემოზე“. გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში – ინიტა პაულოვიჩა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – ხათუნა გოგალაძე, და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – თამარ სანიკიძე, მიესალმებიან მონაწილეებს კონფერენციის გახსნაზე. მისამართი: ჩოლოყაშვილი გამზირი ⅗, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კორპუსი G, აუდიტორია 106;
10:00 – საერთაშორისო კონფერენცია − „პატიმრობის შემცირება უკეთესი მომავლისთვის“. ღონისძიებას დაესწრებიან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორკი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი აარონ ფიშმენი, ქართველი და უცხოელი მოსამართლეები, სისხლის სამართლისა და პრობაციის ექსპერტები. მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი, სასტუმრო „რადისონი“;
10:00 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზურაბ ჟვანიას სახელობის კაბინეტს გახსნის. მისამართი: თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა N7;
10:30 – კონრად ადენაუერის ფონდი და საქართველოს პარლამენტი აწყობს კონფერენციას “აღმოსავლეთპარტნიორობა – გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ“, რომელიც ეძღვნება ზურაბ ჟვანიას დაბადების 50 წლისთავს. კონფერენცია უმასპინძლებს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს. კონფერენციას გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯანან ათილგანი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი. მისამართი: თბილისი, სასტუმრო “თბილისი მერიოტი“. საკონტაქტო პირი: ეკატერინე ქარდავა 577 21 11 48 და შორენა ღარიბაშვილი – 595 36 01 04;
11:00 – “პრაიმტაიმის პრესკლუბში” მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი თვითმართველობის კოდექსთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს;
11:30 – “პრაიმტაიმის პრესკლუბში” ექსპერტი გია ხუხაშვილი პრესკონფერენციას გამართავს;
12:00 – “პირველი პრესკლუბის” სტუმარი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია იქნება. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი – 595 01 82 45;
12:30 – “პრაიმტაიმის პრესკლუბში” ქართველ და რუს ხალხთა ერთობის ფონდის პრეზიდენტი, პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს;
13:00 – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, 2013 წლის 8 დეკემბრის არჩევნებთან დაკავშირებით, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და არჩევნების მიმდინარეობასა და შედეგებს შეაჯამებს. მისამართი: თბილისი, ვაზისუბნის ქუჩა #7; საკონტაქტო პირი: სოფიო აზარიაშვილი 551 081803
13:30 – “პირველი პრესკლუბში” ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ჩახვაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი – 595 01 82 45;
14:00 – იუსტიციის სამინისტროში „ყოფილ მსჯავრდებულთარესოციალიზაციასა და რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმდება. ცერემონიალში მონაწილეობას მიიებენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის ხელმძღვანელი ჯონი კვინიკაძე და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. მისამართი: გორგასლის 24ა;
14:00 – “პირველი პრესკლუბში” ჟურნალისტების შეკითხვებს ექსპერტი გია ნოდია უპასუხებს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი – 595 01 82 45;
14:00 – “პრაიმტაიმის პრესკლუბში” ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე პრესკონფერენციას გამართავს;
14:30 – “პრაიმტაიმის პრესკლუბში” ქართული ოცნების წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე ისაუბრებს დემოგრაფიული აღრძინების ფონდის ვიზიტზე რაჭა-ლეჩხუმში, პრობლემებსა და ინიციატივებზე.
20:00 – თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი საჯარო სკოლის თანატოლების თანამშრომლობით მომზადებული სპექტაკლების ჩვენება. მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი N91/1. საკონტაქტი პირი: ირაკლი ნადირაძე, ტელ.: 557 17 17 81,