10:00 შეხვედრა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის. სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ საკონფერენციო დარბაზი (26 მაისის მოედანი #1)
10:00 სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი რძისა და რძის პროდუქტების წარმოების სფეროში ჩართული დაინტერესებული მხარეების შეხვედრას დაესწრება. სასტუმრო ,,რედისონი” (I დარბაზში) საკონტაქტო პირი – გიგა ქურდოვანიძე 577 00 00 29
11:00 შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თბილისის მთავარ სამმართველოში განახლებულ დროებითი მოთავსების იზოლატორს გახსნის.
11:00 ქარელის რ-ნის სოფ. ღოღეთში კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივა”, საზოგადოებრივი კავშირი “დროა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “აპრიორი” მცოცავი ოკუპაციის მორიგ ფაქტს მშვიდობიანი აქციით გააპროტესტებენ.
11:00 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებს გამართავს სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლის და საერთო სამართლის სპეციალიზაციით. მისამართი: თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი , მეოთხე სართული, 407–ე აუდიტორია.
11:00 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ადვოკატი მამუკა მდინარაძე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მისამართი: იოსებიძის ქუჩა #57, I სართული. ტელეფონი: (+995 032) 2 42 41 41;
11:30 ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „პირველის“ პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს თემაზე: საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული; საკონტაქტო ნომერი: 595 01 82 45
12:00 საათიდან 19:00 საათამდე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში „ვისოლ ჯგუფი“ სტუდენტებისათვის დასაქმების ფორუმს მართავს.
12:00 თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ბრუფინგს გამართავს. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მეორე სართული საკონტაქტო ნომერი: 595 01 82 45
12:00 არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს მხარდაჭერით გაიმართება ახალქალაქის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, მარნეულისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმების განხილვა სასტუმრო „ბომონდ გარდენი“ მარშალ გელოვანის გამზ. 6ა
13:00 „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე „პირველის“ პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული;საკონტაქტო ნომერი:595 01 82 45
14:30 (NDI) უმასპინძლებს სამუშაო შეხვედრას „საქართველოს პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება:
თანამშრომლობის ერთი წელი“. სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“.
17:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სამინისტროში ქალაქ ბაქოში გამართულ, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტზე მიღწეულ წარმატებულ შედეგებს შეაჯამებს.
17:50 – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ვიქტორია ნულანდის პრესკონფერენცია გაიმართება.