ახალი ამბები

როგორ ეხმაურება უცხოური მედია კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს

12 მაისი, 2018 • 4776
როგორ ეხმაურება უცხოური მედია კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს

თბილისში, 12 მაისს, გვიან ღამით ორ კლუბში “ბასიანსა” და “კაფე გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციაზე უცხოური მედია წერს.

Residentadvisor-ის ინფორმაციით, საქართველოში ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკა მოქმედებს და პოლიციის მხრიდან ნარკოტიკებზე მოქალაქეების შემოწმება ჩვეულებრივი მოვლენაა, ხოლო მცირე რაოდენობით ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანების წლობით უშვებენ ციხეში. გამოცემის თანახმად, პოლიციელებმა კლუბი შტურმით აიღეს და ეს იყო ხელისუფლების პასუხი ბოლო ორი კვირის მანძილზე, სავარაუდოდ, ნარკოტიკით დაღუპული ადამიანების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე.

“ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, დაღუპვის ფაქტები ბასიანს უკავშირდება,” – წერს Residentadvisor. გამოცემის ინფორმაციით, კლუბში პოლიცია იმ დროს შეიჭრა, როდესაც არტისები უკრავდენენ.

DJ ჯეიმს მანინგი სპეცოპერაციის ღამეს ასე იხსენებს:

“დაახლოებით 15 ადამიანი ვიყავით ოთახში, როდესაც სპეცრაზმის 6 ოფიცერი შემოვიდა. ამ დროს დაახლოებით ღამის პირველი საათი იქნებოდა.  მალევე გასახდელიდან თანამშრომელი გოგო შემოვიდა და მითხრა, რომ კლუბში რეიდია და მანიშნა, რომ ისინი შეიარაღებული იყვნენ.  შემდეგ კლუბი დავტოვე და გარეთ გამოვედი. გარეთ ისეთი ვითარება იყო, კრიმინალურ სცენას ჰგავდა”

კაფე გალერის” ყოფილმა თანამშრომელმა მარიამ მურუსიძემ ჩატარებული სპეცოპერაცია შეაფასა.

“რაც მოხდა, ეს მხოლოდ კლუბებს არ ეხება. ეს არის ბრძოლა ამ ქვეყნის საბჭოურ ნაწილსა და იმ მომავალს შორის, რაც ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში გვინდა”.

Residentadvisor მუსიკალური გამოცემაა, რომელიც ძირითადად ელექტრონულ მუსიკაზე, შემსრულებლებსა და ელექტრონული მუსიკის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე წერს. ონლაინ გამოცემის თანახმად,  ელექტრონული მუსიკის სამყაროში მიმდინარე ამბებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშუქებენ.

ქართულ კლუბებში მომხდარზე electronic Beats-ც წერს. გამოცემის ინფორმაციით, თბილისში ორ ყველაზე პოპულარული კლუბში ჩატარებული რეიდის ოფიციალური მიზეზი ბოლო რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით დაღუპულ ადამიანებს უკავშირდება. electronic Beats წერს, რომ ამ მოვლენების შემდეგ ქართული ღამის ცხოვრების განვითარება როგორ გაგრძელდება, რთული სათქმელია.

electronic Beats ონლაინ გამოცემაა, რომელიც თანამდედროვე ელექტორნულ მუსიკაში მიმდინარე პროცესებს აშუქებს.

ბასიანში” და კლუბ გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციაზე გერმანული გამოცემა Groove-ც წერს.

“ბასიანზე ჩატარებული რეიდი ბოლო  კვირებში რამდენიმე ადამიანის გარდაცვალებას უკავშირდება. 2015 წელს გახსნილი კლუბი “ბასიანი” აცხადებს, რომ ქვეყანაში გარკვეულ ჯგუფებს კლუბის დახურვა სურთ. კლუბი უარყოფს კავშირს, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებით გარდაცვალების ფაქტებთან,”-წერს Groove.

Groove გერმანული ჟურნალია,რომელიც ასევე ელექტრონულ მუსიკის სამყაროში არსებულ სიახლეებზე წერს.


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იყვნენ. ორივე მათგანი უკვე გათავისუფლებულია;
  • აქტივისტების თქმით, აქცია 12 მაისს, 15:00-ზე, თბილისის პარლამენტის შენობასთან კვლავ გაგრძწლდება და ორგანიზებულ სახეს მიიღებს;
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დკაავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი