2018 წლის მაისში “ბასიანსა” და სხვა კლუბებში სპეცოპერაციების პარალელურად დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ბრალდებული ქ.მ. თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 თებერვალს დამნაშავედ ცნო და სასჯელად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ქ.მ-ს ორი მუხლით ედებოდა ბრალი — თაღლითობასა და ნარკოტიკების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა-რეალიზაციაში.
7 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მას პირველი ბრალი გადაუკვალიფიცირდა თაღლითობის მცდელობად, მეორე კი იგივე დარჩა.
საბოლოოდ, ქ.მ. ორივე ასპექტში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.