ახალი ამბები

“სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდა

29 ნოემბერი, 2013 •
“სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდა

როგორც კანონპროექტის განამრტებით ბარათში ვკითხულობთ, მისი მიღების მიზანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მიზნით სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის რეგულირებაა, მასზე ეროვნული კონტროლის დაწესების საშუალებით. გარდა ამისა, აღნიშნული ცვლილებებით საქართველო, როგორც გაეროს, ასევე, გაუვრცელებლობისა და უსაფრთხოების შესაბამისი რეჟიმების წევრი სახელმწიფოების მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ასრულებს.

 

“სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვაზე ეროვნული კონტროლის დადგენის მიზნით, კანონპროექტი აწესებს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, აგრეთვე, ტექნიკური დახმარების და საბროკერო მომსახურების გაწევაზე რეკომენდაციის ან/და ნებართვის გაცემის რეგულაციას, მათ შორის, საგამონაკლისო წესებს, ნებართვის და რეკომენდაციის გამცემ უფლებამოსილ ორგანოებს, მათი საქმიანობის წესს, ნებართვის გაცემაზე უარის თქმის, ასევე გაუქმების საფუძვლებს.

 

აღნიშნული კანონპროექტი ცვლილებებს იწვევს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონში. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით შემოღებული იქნება სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზია, რომლის მიღების ვალდებუელბა წარმოეშობა საქართველს რეზიდენტ ფიზიკურ, ან იურიდიულ პირს, რადგან ამგვარი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის სფეროებს. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა დღესვე, ასევე მესამე მოსმენით, 74 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

 

ცვლილებები ასევე შევიდა “იარაღის შესახებ” კანონშიც. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, რომლებიც განსაზღვრავენ სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთებისა და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიის გაცემის საფუძვლებსა და გამცემ ორგანოს. ასევე, სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა და გარე გადამუშავების დროებით შემოტანა/გატანის საკითხებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი