როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, მისი მიღების მიზანია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების საბაჟო მიზნებისთვის რეგისტრაციის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს შემოსავლების სამსახური და მკაფიოდ ჩამოყალიბდეს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებები.
“სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელებისათვის ინტელეატუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციის განმახორციელებელ ორგანოდ, იმის გათვალისწინებით, რომ სასაზღვრო ღონისძიებები ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ, მიზანშეწონილია განისაზღვროს შემოსავლების სამსახური, რაც საშუალებას მოგვცემს რეგისტრაციამდე, განაცხადის განხილვის პროცესშივე უფლების მფლობელებს სრულიად განემარტოთ კანონის მოქმედების არეალი, დასარეგისტრირებელი ობიექტის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდოთ დაინტერესებულ მხარეებს და ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელებისგან რეგისტრაციის პროცესშივე მიღებული იქნას კონტრაფაქციული საქონლის გამოვლენისთვის საჭირო ინფორმაცია, მათ შორის ფოტო და ვიდეომასალა, რაც საშუალებას მოგვცემს განვასხვავოთ ორიგინალი და კონტრაფაქციული საქონელი. ამ ცვლილებებით უფრო ნათლად ჩამოყალიბდება საქონლის შეჩერებასთან და გაშვებასთან დაკავშირებული პროცედურები,” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.