სხდომას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძეც ესწრება. მისი განმარტებით, დევნლებთან დაკავშირებით კანონი მთლიანად იცვლება:
,, არსებული კანონით დევნილთა უფლებების დაცვა ვერ ხერხდებოდა, ამიტომ უნდა მივიღოთ ახალი კანონი. შემოტანილია მრავალი განმარტება, ყვველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხდება სიტყვა დევნილის განმარტება. აქამდე დევნილად ითლებოდა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადაადგილებული პირი, ახალი კანონით კი ასეთად ჩაითველბა ყველა მასობრივი ძალადობის მსხვერპლი. ასევე იზრდება დევნილთა შემწეობა და ის გახდება 45 ლარი .”
როგორც კანონპროექტის განამრტებით ბარათში ვკითხულობთ, მისი მიღების მიზანია შემუშავდეს ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას და პირველადი დახმარების აღმოჩენას იძულებით გადაადგილებისას, ასევე, დევნილთა უფლებების დაცვას იძულებით გადაადგილებისას, დევნილთა უფლებების დაცვას იძულებით გადაადგილების მთელ პერიოდში და ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის ქვეყნის სხვა ნაწილში ცხოვრებისას მათ ინტეგრაციას და მათი პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტას, ასევე განსაზღვრავს მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე უსაფრთხი და ღირსეული დაბრუნებისა და რეინტეგრაციის გარანტიებს.