ახალი ამბები

მდინარეებში სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა იკრძალება

29 ნოემბერი, 2013 • • 1234
მდინარეებში სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა იკრძალება

ცვლილებების მიხედვით, დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბებში, წყალსაცავებში, მდინარეებში და ზედაპირული წყლის სხვა ობიექტებში, აგრეთვე, მათ ნაპირებთან – წყლიდან არანაკლებ 10 მეტრისა.

 

საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ეკრძალებათ გზის საფარის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება, ან სხვა სახით დაბინძურება; გარემოს დაბინძურება საწვავ-საპოხი მასალით; სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერების გაჟონვის შემთხვევაში, რომლებიც აბინძურებენ გარემოს.

 

ამასთანავე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიზნით, საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით სატრანსპორტო საშუალებათა მიერ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

 

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, მისი მიღების უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს საგზაო მოძრაობის სფეროს მარეგლამენტირებელი ნორმებისა და დებულებების “საგზაო მოძრაობის შესახებ”, “საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ” ვენის კონვენციებთან, საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელ სხვა ევროპულ შეთანხმებებთან, აგრეთვე, კონვენციებში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა, ნორმების ხელახალი ფორმულირების, აგრეთვე, ახალი ნორმების შემოღების გზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი