ახალი ამბები

არასრულწლოვნის დათრობისთვის ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრა

28 ნოემბერი, 2013 •
არასრულწლოვნის დათრობისთვის ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრა

აღნიშნული ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შევიდა, რომელიც პარლამენტმა 75 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 

 

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოთა მუშაკების მიერ ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ალკოჰოლური სასმელების საცალო ვაჭრობის ობიექტებში არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.


წლის განმავლობაში იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს 300-ლარიან ჯარიმას. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, არასრულწლოვანისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვა გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმაორებით წლის განმავლობაში გამოიწვევს ობიექტის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი