ახალი ამბები

საგზაო წესების დარღვევებისთვის სანქციები შეიცვალა

28 ნოემბერი, 2013 • • 1610
საგზაო წესების დარღვევებისთვის სანქციები შეიცვალა

ცვლილებების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით. აქამდე მსგავსი ქმედება 200 ლარიანი ჯარიმით ისჯებოდა. იგივე ქმედება, ჩადენილი 18 წელს მიუღწეველ მართვის მოწმობის მქონე პირის მიერ, გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით. ასევე, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 

 

ცვლილებების მიხედვით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა, ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში, ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის  სავალი ნაწილი, გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით. 

 

სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ან სატრანსპორტო საშუალების ამრთვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა გამოიწვევს დაჯარიემბას 10 ლარის ოდენობით. 

 

ასევე, სატრანსპორტო საშუალების მართვა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვებით გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. ხოლო, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი