ნეტგაზეთი | სამართალდაცავების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმა 2000 ლარამდე გაიზარდა სამართალდაცავების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმა 2000 ლარამდე გაიზარდა – Netgazeti

სამართალდაცავების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმა 2000 ლარამდე გაიზარდა

სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსახმსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, ან აღსრულების პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა,  ან მათ მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა ფიზიკური შეურაცხყოფის) გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარით, ან 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას. 

აღნიშნულ სანქციებს “ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა 75 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. გარდა ამისა, ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში პირს იარაღის ტარების უფლება 3 წლით ჩამოერთმევა.

 

აქამდე მოქმედი ნორმის თანახმად აღნიშნული დარღვევა იწვევდა  დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოს დაკისრებას ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვას. თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნებოდა მიჩნეული, კოდექსით გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღემდე ვადით.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გივი ავალიანი