როგორც კანონის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ზედმეტად ლიბერალური მიდგომა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის გათვალისწინებული სანქციების სახესა და ზომასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, წარმოიშვა აუცილებლობა გამკაცრებულიყო თითოეული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქცია“.
მუხლი 137. გაუპატიურება
ცვლილებების მიხედვით, გაუპატიურება ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც ადრე ჰქონდა ჩადენილი 138-ე, 141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, ან დამნშავესათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ან არასრულწოვანის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან ცამეტ წლამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა და ეს ქმედება ჩადენილი იქნა იმ პირის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.
138-ე მუხლში საუბარია სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებებზე:
ცვლილებების მიხედვით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება-მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
139-ე მუხლის თანახმად, სასჯელი მკაცრდება სქესობრივი კავშირის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულებაზე.
ცვლილებების მიხედვით, სქესობრივი კავშირის, მამათმავლობის, ლესბოსელობის, ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების, ან ქონებრივი დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურეობრივი, ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით ისჯება ჯარიმით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე.
ცვლილებები შედის 140-ე მუხლში, რომლის თანახმად მკაცრდება სასჯელი სქესობრივი კავშირისთვის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედებისთვის თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
კერძოდ, სრულწლოვანის სექსუალური კავშირი, მამათმავლობა, ლესბოსელობა, სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
ხოლო 141-ე მუხლის თანახმად, ძლადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე.
კანონი დამტკიცებიდან მეთხუთმეტე დღეს ამოქმედდება.