საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ბრაზილიის ფოსტამ ახალი საფოსტო მარკა გამოსცა.
მარკაზე საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქვევრია განთავსებული და დატანილია წარწერები: „საქართველო – ღვინის აკვანი“ და “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე“.
საქართველოსადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის გამოცემის პროცესში ბრაზილიაში საქართველოს საელჩო მონაწილეობდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილის ფარგლებში, ბრაზილიაში ქართული კვირეულიცაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც ქართული ანბანის სამი სახეობის შესახებ გამოფენა გაიმართება და ქართული კულინარიის მასტერკლასები მოეწყობა.