ახალი ამბები

სუს–მა “სოციალისტური საქართველო” გააფრთხილა, რომ 9 მაისს საბჭოთა სიმბოლიკა არ გამოიყენოს

8 მაისი, 2018 • 21004
სუს–მა “სოციალისტური საქართველო” გააფრთხილა, რომ 9 მაისს საბჭოთა სიმბოლიკა არ გამოიყენოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “სოციალისტური საქართველო” წერილობით გააფრთხილა, რომ 9 მაისის აქციაზე საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკა არ გამოიყენოს.

აღნიშნული წერილი “სოციალისტური საქართველოს” ლიდერმა ვალერი კავარცხელიამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა. წერილის ავთენტურობას სუსიც ადასტურებს.

“თავისუფლების ქარტია” საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–6 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად მოგმართავთ, არ დაუშვათ და აღმოფხვრათ ზემოხსენებულ ღონისძიებებზე [9 მაისს] კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ნორმები”, – წერია წერილში.

სუს–მა სოციალისტური საქართველო წერილობით გააფრთხილა. ფოტო: ვალერი კვარაცხელიას ფეისბუკის გვერდიდან

კანონი არ ვრცელდება კერძო პირებზე, მაგრამ კანონი ადგენს, რომ საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება არ შეიძლება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე, მოედნებისა და ქუჩების სახელდება, ასევე თავშეყრის და საჯარო ადგილებში ამ სიმბოლიკის გამოყენება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174(16) მუხლის მიხედვით, გაფრთხილების მიუხედავად, თუ პირი გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, იგი 1000 ლარით დაჯარიმდება.

წერილის საპასუხოდ, ვალერი კვარაცხელია არ ეთანხმება ამ აკრძალვას და ფეისბუკზე მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, რომ მივიდნენ 9 მაისს ვაკის პარკში დადგეგმილ აქციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი