ახალი ამბები

შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

21 ნოემბერი, 2013 • • 1883
შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

ქუთაისის მერის შემსრულებელი მანამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.  

შოთა მურღულია 1979 წელს დაიბადა. ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეკონომიკის და სამართლის ფაკულტეტის მაგისტრის დიპლომს.

 

2002 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრში. კითხულობდა ლექციებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის, ილიას სახელწიფო, თავისუფალ უნივერსიტეტებში.

 

ქუთაისის მერის თანამდებობა დაახლოებით ორი თვის წინ გახდა ვაკანტური, როდესაც ამ პოსტიდან დიმიტრი კოპალიანი გადადგა. ქუთაისის ახალი მერი საკრებულომ კონკურსის საფუძველზე უნდა შეერჩია. ქუთაისის მერის მოადგილეები უკვე გადადგნენ. 

.

მასალების გადაბეჭდვის წესი