შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოწევის შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგკანონის დარღვევისთვის 3 ადამიანი დააჯარიმეს.
შსს–ს ცნობით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 1 მაისის 07:00 საათიდან 2 მაისის 07:00 საათამდე, აღნიშნული კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციაში სულ 12 შეტყობინება შევიდა.
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საპატრულო პოლიციამ თითოეულ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა, გაფორმდა 3 საჯარიმო ოქმი და დაჯარიმდა 3 მოქალაქე. 12 შეტყობინებიდან კი კანონდარღვევის 9 ფაქტი არ დადასტურდა.
“თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა. მისი მიხედვით, მოწევა აიკრძალება შენობა–ნაგებობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა.
http://batumelebi.netgazeti.ge/news/118271/