ახალი ამბები | რეკლამა | ,

7 მარტივი რჩევა, როგორ დავანებოთ თავი მოწევას

4 ივნისი, 2021 | | 4907
7 მარტივი რჩევა, როგორ დავანებოთ თავი მოწევას

ყველა ადამიანმა იცის, რომ თამბაქოს მოწევა მავნებელია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი მოხმარება, შესაძლოა, გახდეს უშუალოდ სიკვდილის მიზეზი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თამბაქოს მოწევისგან ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი იღუპება, მათგან 5 მილიონზე მეტი მოდის უშუალოდ თამბაქოს მწეველებზე, ხოლო 600 000 ადამიანზე მეტი არამწეველი იღუპება თამბაქოს კვამლის ხშირად შესუნთქვით. თუმცა, თამბაქოს მოწევა იმ მავნე ჩვევების ჩამონათვალში შედის, რომელზე უარის თქმაც, სურვილის მიუხედავად, ბევრი ადამიანისთვის ძალიან რთულია. 

მაგრამ თუ თქვენ იცით, რომ ნამდვილად გსურთ თამბაქოზე უარის თქმა, ჩვენ 7 მარტივ რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას გააუმჯობესებს. 

იპოვნეთ თქვენი მიზეზი

ამ მავნე ჩვევის დასავიწყებლად, ძლიერი მოტივაცია დაგჭირდებათ. უპირველეს ყოვლისა, თქვენ მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ პირადი მიზეზი. ეს შეიძლება იყოს ოჯახის მეორადი მოწევისგან დაცვა; ან ფილტვის კიბოსა თუ გულის დაავადებების განვითარების რისკის შემცირება. შესაძლოა გსურდეთ, რომ ახალგაზრდობა, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ. უბრალოდ იპოვეთ პირადი მიზეზი, რომელიც უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე წამიერი სიამოვნება. 

მოემზადეთ წინასწარ

მოწევის „გადაგდება“ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიგარეტზე უარის თქმა. ეს არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გადალახვა, ამიტომ, ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, ნამდვილად გჭირდებათ მომზადება. ჰკითხეთ ექიმს ყველა იმ მეთოდის შესახებ, რაც თქვენი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. იქნება ეს კონსულტაციები, აპლიკაციები, მედიკამენტები თუ სპეციალური ლიტერატურა. თქვენ უნდა მოემზადოთ იმ მნიშვნელოვანი დღისთვის, როდესაც უარს იტყვით თამბაქოზე. 

განიხილეთ ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპია

როდესაც მოწევას შეწყვეტთ, ნიკოტინის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, მადის გაძლიერება, უენერგიობა და ზოგადად, გავლენა მოახდინოს თქვენს გუნებაგანწყობაზე. თუმცა ნიკოტინის შემცვლელმა თერაპიამ შეიძლება შეაჩეროს ეს სურვილები. გამოკვლევებით დასტურდება, რომ ნიკოტინის რეზინი და პლასტირები, ორგანიზმს ნიკოტინის დამატებითი დოზით ამარაგებს და ფიზიკური სურვილის გადალახვაში გეხმარებიან. 

მედიკამენტოზური თერაპია

მედიკამენტები ნიკოტინის მოთხოვნილების შემცირებათ დაგეხმარებათ, ზოგიერთი მათგანის წყალობით კი, მოწევის შემთხვევაში, პროცესი უსიამოვნო გახდება. ასევე, არსებობს მედიკამენტები, რომლებიც „ლომკის“ სიმპტომების, დეპრესიისა თუ კონცენტრაციის პრობლემების მოხსნაში დაგეხმარებიან. არჩევანი თქვენზეა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, აუცილებლად უნდა გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია. 

ჩაანაცვლეთ სიგარეტი უკეთესი ალტერნატივით

მთელს მსოფლიოში, ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ამბობს უარს სიგარეტზე და ელექტრონულ სიგარეტზე გადადის. მომხმარებელთა ამ ქცევის ახსნა მარტივია: ვეიპები სიგარეტის უკეთესი ალტერნატივაა. საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების კვლევით დასტურდება, რომ ელ. სიგარეტის მოხმარება 95% –ით ნაკლებად მავნებელია, ვიდრე თამბაქოსი. ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ სიგარეტისგან განსხვავებით, ვეიპები არ შეიცავს დიდი რაოდენობით მავნე ქიმიკატებს.

სწორედ იმ ზრდასრული მწეველებისთვის, ვინც ცდილობს უარი თქვას თამბაქოს მოწევაზე, ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი, http://ge.relxnow.com/ka  გამოჩნდა. წარმოების თანამედროვე ტექნიკის გამოყენები, RELX მომხმარებელს ინოვაციურ მოწყობილობებსა და ვეიპის სითხეებს სთავაზობს.  პირველ ეტაპზე, საქართველოში RELX-ის მოწყობილობა INFINITY, ერთჯერადი RELX Nano 2 და სხვადასხვა აქსესუარი გამოჩნდა. ასევე, შესაძლებელია 4 სახის არომატული პოდის შეძენა: მუქი ელვარება, კლასიკური თამბაქო, ცოცხალი წითელი და მენთოლ პლუსი. აღსანიშნავია, რომ მალე მომხმარებელს საშუალება ექნება აირჩიოს 0 ნიკოტინის შემცველი პოდები.

მოერიდეთ ალკოჰოლსა თუ სხვა გამოწვევებს

როდესაც სვამთ, უფრო რთულია, ცხადად მიჰყვეთ არჩეულ გზას. ასე რომ, შეეცადეთ შეზღუდოთ ალკოჰოლი. ანალოგიურად, თავი შეიკავეთ ყავისა თუ იმ სხვა ასოციაციებისგან, რაც სიგარეტის მოწევას „უხდება“. თუ ჩვეულებრივ, გემრიელი სადილის მერე გიყვართ მოწევა, იპოვნეთ სხვა საქმე, რითაც ამ რუტინას ჩაანაცვლებთ. მაგალითად, გაიხეხეთ კბილები, გასეირნეთ, დაურეკეთ მეგობარს ან სცადეთ საღეჭი რეზინი.

არ დანებდეთ

ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს პირველივე ჯერზე დაანებოს თავი მოწევას. ამიტომ, ნუ დანებდებით. ამის ნაცვლად, დაფიქრდით, თუ რამ გამოიწვია თქვენი რეციდივიგაარკვიეთ, რა იყო მიზეზი, თქვენი ემოციები თუ გარემოს ზეგავლენა. ​​გამოიყენეთ ეს გამოცდილება, როგორც შესაძლებლობა და მომდევნო ჯერზე, თავიდან აირიდეთ მისი განმეორება. მას შემდეგ, რაც მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ კიდევ ერთხელ უნდა სცადოთ, ხელახლა დათქვით დრო და მომზადება დაიწყეთ. 

დაიმახსოვრეთ, არაფერია შეუძლებელი, სულ მალე, თქვენ შეძლებთ ამ მავნე ჩვევისგან გათავისუფლებას!

მასალების გადაბეჭდვის წესი