ნეტგაზეთი | 5 მითი მოწევის შესახებ, რომელთა გამოც, სიგარეტისთვის თავის დანებება ძალიან რთულია 5 მითი მოწევის შესახებ, რომელთა გამოც, სიგარეტისთვის თავის დანებება ძალიან რთულია – Netgazeti
Batumelebi | RU
მოწევისთვის თავის დანებება

5 მითი მოწევის შესახებ, რომელთა გამოც, სიგარეტისთვის თავის დანებება ძალიან რთულია

მითი N 1 – ჩემი ორგანიზმი უკვე დაზიანებულია, ამიტომ შემიძლია მოწევა გავაგრძელო

რამდენი წლის მწეველიც არ უნდა იყოთ, თავის დანებება დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებაში. მართალია, რაც უფრო დიდხანს ეწევით სიგარეტს, მით უფრო ძლიერია მავნე ზემოქმედების კვალი თქვენს ჯანმრთელობაზე, მაგრამ თუ შეჩერდებით, რა ასაკისაც არ უნდა იყოთ, თქვენი სხეული აღდგენასა და გაჯანსაღებას, მომენტალურად დაიწყებს. ამისთვის მხოლოდ 20 წუთია საკმარისი! დიახ, 20 წუთი! მიუხედავად იმისა, რომ ინფაქტის რისკის შემცირებას, გაცილებით დიდი დრო სჭირდება, თუმცა გულისცემის დასარეგულირებლად, მხოლოდ ეს მცირე დროა საჭირო. ამავდროულად, თქვენი სუნთქვა უკეთესი გახდება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. ასე რომ, შემდგომი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, შეწყვიტეთ მოწევა დღესვე!

მითი N 2 – ნიკოტინის შემცვლელი პროდუქტები ისეთივე არაჯანსაღია, როგორც სიგარეტი

კვლევებით დასტურდება, რომ ნიკოტინის შემცვლელი პროდუქტები გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე სიგარეტის მოწევა. ისინი მხოლოდ ნიკოტინს შეიცავენ და მაშინაც კი, თუ ადამიანი საჭიროებისამებრ“, მთელი დღის განმავლობაში მოიხმარს ამ პროდუქტებს, უფრო მცირე რაოდენობით ნიკოტინს იღებს ორგანიზმი. რაც მთავარია, ისინი არ შეიცავს ათასობით სხვა ქიმიკატებს, რომლებიც სიგარეტშია თავმოყრილი. ნიკოტინის შემცვლელი პროდუქტების გამოყენება, თუნდაც გრძელვადიან პერიოდში, გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე მოწევის გაგრძელება.

მითი N 3 – რბილი“, “მსუბუქიანულტრა მსუბუქისიგარეტი უფრო ჯანმრთელია ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი

იმ პროდუქტებში, რომელსაც ზოგჯერრბილანმსუბუქანულტრა მსუბუქსიგარეტსაც უწოდებენ, ხშირად შეხვდებით ფილტრს გამწოვი ხვრელით, რომლის მიზანია, კვამლის განზავების გზით, სიგარეტის მავნე ნაფაზების შემსუბუქება. მაგრამ მწეველები, როგორც წესი, ამ ხვრელს თითებისა თუ ტუჩის საშუალებით ფარავენ. გარდა ამისა, კვლევებით დასტურდება, რომ მწეველები, რომლებიც იყენებენ „მსუბუქ“ სიგარეტს, კომპენსაციას იღებენ უფრო ხშირი ნაფაზებითა ან მეტი სიგარეტის მოწევით. ამ შემთხვევაში, თითოეულმა ჩასუნთქვამ, შესაძლოა უფრო ღრმად შეიტანოს მავნე ქიმიკატები ფილტვებში და კიდევ უფრო გააძლიეროს თამბაქოს მავნე ზემოქმედება. 

მითი N 4 – თავის დანებება წონაში მომატებას უწყობს ხელს, რაც ისეთივე არაჯანსაღია, როგორც სიგარეტის მოწევა.

მართალია, რომ ზოგი ადამიანი, წონაში იმატებს სიგარეტის თავის დანებების შემდეგ. ამის მიზეზი ისაა, რომ თამბაქოს კვამლი მადას თრგუნავს და მისი შეწყვეტის შემდეგ, ის ძლიერდება. ასევე, შესაძლებელია, წონაში მომატების მიზეზი, ყურადღების გადატანის მიზნით გახშირებული კვება გახდეს. ასეა თუ ისე, ადამიანების უმეტესობას, მსგავსი სიმპტომები მხოლოდ 1-2 კვირის განმავლობაში აღენიშნება. დაგვეთანხმებით, რომ ამ დროში, ფაქტობრივად შეუძლებელია ჯანმრთელობისთვის საშიში კილოგრამების დაგროვება. მაშინაც კი, თუ თამბაქოზე უარის თქმის შემდეგ, პირიქით, წონაში დაიკლებთ, თავის დანებება მაინც ქცევის საუკეთესო მოდიფიკაციაა, რაც გულის ჯანმრთელობისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ. ჯანსაღი კვების გეგმის დაცვა და მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ წონის მომატება. 

მითი N 5 – ნიკოტინი სიგარეტის მთავარი ტოქსიკური ინგრედიენტია

სიგარეტზე დამოკიდებულების მთავარი მიზეზი ნიკოტია, თუმცა ის არ არის ერთადერთი მავნე ნივთიერება. უფრო მეტიც, სიგარეტში არსებული დოზებით ნიკოტინი არ იწვევს გულის შეტევებს, კიბოს ან ფილტვების დაზიანებას. ამ დაავადებების მიზეზი სხვა 7000 ტოქსინი და ქიმიკატია, რომლებიც თამბაქოს შემადგენლობაში შედის. განსაკუთრებით კი,  კუპრი და ნახშირბადის მონოოქსიდი, იგივე მხუთავი აირი. თამბაქოს კვამლის შემადგენლობაშია კიბოს გამომწვევი 70 აგენტი.

თუ მწეველი ხართ მაშინ ამ მითების აუცილებლად გჯერათ. შესაძლოა, შესანიშნავად გესმოდეთ სიგარეტის მავნებლობის არსი, თუმცა ვერ ახერხებთ მოწევაზე უარის თქმას. სწორედ იმ ზრდასრული მწეველებისთვის, ვინც ცდილობს უარი თქვას თამბაქოს მოწევაზე, ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტი, RELX  გამოჩნდა.

მთელს მსოფლიოში, ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ამბობს უარს სიგარეტზე და ელექტრონულ სიგარეტზე გადადის. მომხმარებელთა ამ ქცევის ახსნა მარტივია: ვეიპები სიგარეტის უკეთესი ალტერნატივაა. საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების კვლევით დასტურდება, რომ ელ. სიგარეტის მოხმარება 95% –ით ნაკლებად მავნებელია, ვიდრე თამბაქოსი. ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ სიგარეტისგან განსხვავებით, ვეიპები არ შეიცავს დიდი რაოდენობით მავნე ქიმიკატებს

პირველ ეტაპზე, საქართველოში RELX-ის მოწყობილობა INFINITY, ერთჯერადი RELX Nano 2 და სხვადასხვა აქსესუარი გამოჩნდა. ასევე, შესაძლებელია 4 სახის არომატული პოდის შეძენა: მუქი ელვარება, კლასიკური თამბაქო, ცოცხალი წითელი და მენთოლ პლუსი. აღსანიშნავია, რომ მალე მომხმარებელს საშუალება ექნება აირჩიოს 0 ნიკოტინის შემცველი პოდები.

ელექტრო სიგარეტი თბილისში

RELX პოდი

RELX-ის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: 

https://www.instagram.com/relxgeorgia/

https://www.facebook.com/relxgeorgia

https://www.facebook.com/relxgeorgia

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი