ახალი ამბები

ცვლილებები “საბიუჯეტო კოდექსში”

20 ნოემბერი, 2013 • • 919
ცვლილებები “საბიუჯეტო კოდექსში”

წარმოდგენილი ცვლილებები ეხება სახელმწიფო ბიუჯეტისა და საგანგებო ბიუჯეტის პროექტების პარლამენტში წარდგენამდე, მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის შეთანხმების, პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვისა და შესაბამისი მოხსენებისა და ანგარიშების წარდგენის საკითხებს.

 

აღნიშნული კანონპროექტის მიღების მიზანს “საბიუჯეტო კოდექსის” 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციურ კანონთან “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.

 

აღნიშნული კანონპროექტი ცვლილებებს “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” კანონშიც იწვევს, რომელიც პარლამენტმა ასევე მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემის დღიდან, როგორც წესი, ერთი თვის ვადაში, მაგრამ საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი