ახალი ამბები

იშვიათ ბუნებრივ წარმონაქმნებს ბუნებრივი ძეგლის სტატუსი მიენიჭება

20 ნოემბერი, 2013 • • 3580
იშვიათ ბუნებრივ წარმონაქმნებს ბუნებრივი ძეგლის სტატუსი მიენიჭება

“ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები არეგულირებს “ბუნების ძეგლების შექმნასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს და მისი მიღების მიზეზი უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის უნიკალური, იშვიათი ბუნებრივი წარმონაქმნების და კულტურული არეალების მქონე ტერიტორიების დაცვა და აღდგენაა, შემდგომში მათი სამეცნიერო, ტურისტული და რეკრეციული მიზნით გამოყენებისთვის.”

 

კანონპროექტის მიღების მიზანია, უზრუნველყოს ბუნების ძეგლების კატეგორიის დაცული ტერიტორიების შექმნა და მათზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის შესაბამისი კატეგორიის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭება.

 

კანონის მესამე მუხლით განსაზღვრულია შემდეგი ბუნების ძეგლების ჩამოყალიბება: ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი, ონიორეს ჩანჩქერის და ტობა პირველის მღვიმის ბუნების ძეგლი, ტობის ჩანჩქერის და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლი, მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი, ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი, ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ნაზოდელაოს მღვიმის ბუნების ძეგლი, მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლი, გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი, დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი, სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი, მუხურას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი, ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი და ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი