10:30 სასტუმროში “შერატონ მეტეხი პალასი” ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გახნის
თემა: ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის განგრძობადი იურიდიული განათლების მიწოდების საკითხებზე მსჯელობა.
საკონტაქტო ტელეფონი: 577 750201 ეკა ხიმშიაშვილი.
მისამართი: თელავის ქ. 20
11:00 პარლამენტის რიგგარეშე სხდომა
ადგილი: პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი.
11:00 საგამოფენო ცენტრის ,,ექსპოჯორჯია” მე-11 პავილიონში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-13 საერთაშორისო გამოფენას გახსნის.
საკონტაქტო პირი – თაკო გოდერძიშვილი 577 08 00 87
მისამართი: ა. წერეთლის გამზირი 118
11:00 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები ქარელში 56 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღებს გადასცემენ.
საკონტაქტო ნომერი 595 10 70 60
მისამართი: ქარელის მუნიციპალიტეტი
11:00 სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თანაავტორობით შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებს არასამთვრობო ორგანიზაციებთან ერთდ განიხილავენ.
მისამართი: „თბილისი მარიოტი“; რუსთაველის გამზირი #13
11:00 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი გუდიაშვილის ბაღში ძველი თბილისის რაიონში არსებული ავარიულ სახლებთან დაკავშირებით მოსახლეობას შეხვდება.
მისამართი: გუდიაშვილის მოედანი
11:00 საია-ს გორის ოფისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრები ტარდება პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში.
მისამართი: ქალაქი გორი, სტალინის ქ. N19/1
11:00 სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში’’ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებისათვის სემინარი გაიმართება.
თემა: დამსწრეთა ინფორმირება მიმდინარე წლის 28–29 ნოემბერს ვილნიუსში დაგეგმილი ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის’’შესახებ.
საკონტაქტო ტელეფონი: 595 707222
მისამართი: რუსთაველის გამზირი #13
12:00 საათზე, საია და პარტნიორი ორგანიზაციები, “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონში, ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე, საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
მისამართი: საიას ოფისი, ჯ.კახიძის (ყოფილი კრილოვის) #15.
12:00 საათზე, წყალარინების გამწმენდი ნაგებობებისა და სატუმბიმოწყობილობების მწარმოებელი კომპანია “ЭКОЛОС”- ის საპრეზენტაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება.
საკონტაქტო პირი: ხათუნა ხასაია – 555 05 44 50
მისამართი: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ვარდების რევოლუციის მოედანი.
12:00, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი ემზარ გოგუაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები.
12:00 საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის პარლამენტისეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა კომპანია „Shell Oil“-ის ყოფილ პრეზიდენტთან და არიზონას უნივერსიტეტის წამყვან მეცნიერთან ჯონ ჰოფმაისტერთან.
თემა: მსოფლიოსა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევები.
მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქუჩა #7
13:00ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა
ადგილი: პარლამენტის დარბაზი №301
14:00 (სხდომის შესვენების დროს) – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
ადგილი: პარლამენტის დარბაზი №305
16:00 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრები ტარდება პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში.
მისამართი: ქალაქი ახალციხე, რუსთაველის ქ. N26
17:00 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ტარას აბზიანიძის წიგნის “ნიუტონის კანონებისა და კეპლერის ელიფსის კრიტიკა” პრეზენტაცია გაიმართება.
მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქუჩა #7
17:00 საკრებულოში საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მისამართი: ლერმონტოვის ქუჩა #10
18:00 თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება ფოტოგამოფენა “რეალური სივრცე. კონცეპტუალური სივრცე- 90-იანი წლების გერმანული ფოტოგრაფია”
მისამართი: სიონის ქუჩა 8
18:30 სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის “შემოდგომის ლეგენდა 2013” დაჯილდოების საღამო გაიმართება.
მისამართი:: ლადო გუდიაშვილის ქუჩა 7, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, III კორპ.
19:00 საქართველოს მწერალთა სახლში (თბილისი, ივ. მაჩაბლის#13) შედგება სოლომონ თერნალელის წიგნის „სოლომონის ფიქრები (2008-2013)“ და თავად ავტორის პრეზენტაცია.