ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის უკვე ყოფილ კაბინეტში გააგრძელებს მუშაობას.
კაბინეტის კურთხევის კადრები ტელეკომპანია “რუსთავი 2″–მა გაავრცელა. თავად ამ პროცესს გიორგი მარგველაშვილი არ ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ახლადარჩეულმა პრეზიდნტმა საქართველოს კონსტიტუციაზე ფიცი დადო და მისი საპრეზიდენტო ვადა ოფიციალურად დაიწყო.