ვანისა და ხონის საარჩევნო უბნებში, სადაც პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა, ხმების დათვლა დაიწყო.
საარჩევნო უბნები 20.00 საათზე დაიხურა.
ცესკოს მონაცემებით, ვანსა და ხონში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 57.9 %-მა [27846] მიიღო. #54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სულ 48123 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 60 საარჩევნო უბანია.
ცესკოს ცნობით, 5 საჩივარია შესული დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა ყველა მათგანი მცირე დარღვევებს შეეხება.
წაიკითხეთ: საია გადასატანი ყუთის სიაზე სისხლის სამართლის დანაშაულს არ გამორიცხავს
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ამ საარჩევნო ოლქში სულ 6 კანდიდატი იბრძვის.
პარლამენტის მაჟორიტარობისთვის ამ საარჩევნო ოლქში სულ 6 კანდიდატი იბრძვის:
- გიორგი უგულავა, #2 – „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო”
- გიორგი ლილუაშვილი, #17 – „საქართველო”
- ზურაბ ქართველიშვილი, # 21 – „ტრადიციონალისტები”
- მამუკა ტუსკაძე, # 23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები”
- გივი ჭიჭინაძე, # 41 -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”
- ვასილ კოპალიანი, # 42 – საინიციატივო ჯგუფი – . სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟაკოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა.
#54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩვენები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა და დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
არჩევნები ცესკოს და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. საიამ და “სამართლიანმა არჩევნებმა” შეაფებისას ყურადღება გაამახვილეს გადასატან ყუთში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მაღალ მაჩვენებელზე.
არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ცესკოს ოლქიდან მონაცემების მიღებისთანავე დაიწყებს. თუკი რომელიმე კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმათა 50%-ზე მეტს , ამ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.