გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციაზე ფიცი დადო

დღეს 17 ნოემბერს საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  დღის 13:00 საათზე საქართველოს კონსტიტუციაზე ფიცი დადო:

“მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ჩემი ხალხისა და მამულის ძლევამოსილებისათვის”

ფიცის დადება ნიშნავს, რომ დასრულდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად შეუდგა უკვე მუშაობას გიორგი მარგველაშვილი, ასევე, ამოქმედდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი .