ცესკოს ცნობით, ვანში და ხონში, სადაც პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება, 17 საათისთვის ამომრჩეველთა 48.8%-მა მისცა ხმა.
#54 საარჩევნო ოლქში, რომელიც ხონსა და ვანს აერთიანებს, სულ 48123 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან არჩევნებში უკვე მიიღო მონაწილეობა 23485 ამომრჩეველმა.

- დღეს, 28 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს #54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში [ვანი და ხონი];
- პარლამენტის მაჟორიტარობისთვის ამ საარჩევნო ოლქში სულ 6 კანდიდატი იბრძვის. “ოცნების” კანდიდატი გივი ჭიჭინაძეა, “ევროპული საქართველოს” გიგი უგულავა.
- შუალედური არჩვენები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა და დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
- ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ათმა ოპოზიციურმა პარტიამ.
- არჩევნები ტარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი;
- საარჩევნო უბნები 20.00 საათზე დაიხურება.