ახალი ამბები

პრეზიდენტის ინაუგურაციის დღის განრიგი

17 ნოემბერი, 2013 • • 1385
პრეზიდენტის ინაუგურაციის დღის განრიგი

ამის შემდეგ, მარგველაშვილი ტერიტორიული მთლინობისთის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისმიგების ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას. ცერემონიალი დახურულია მედიისთვის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კადრები ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მედიაცენტრში. 

 

შემდეგ გაიმართება ოფიციალური სადილი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დამსწრე უცხოელი სტუმრებისთვის, რომელიც ასევე დახურულია მედიისთვის.

 

დღევანდეილი დღის ფარგლებში ასევე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების ორმხრივი შეხვედრები უცხოური დელეგაციის მაღალი რანგის პირებთან, როემლიც ასევე დახურულია მედიისთვის. 

 

დღის მეორე ნახევარში შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გალაკონცერტი გაიმართება, ხოლო ინაუგურაციის დღე სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”  გამართული მიღებით დასრულდება, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში გამართავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი