ახალი ამბები

ლარი ევროს მიმართ გაუფასურდა

15 ნოემბერი, 2013 • • 1353
ლარი ევროს მიმართ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 16 ნოემბრის ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი/1,6764 ლარია, 1 ევრო/2,2539 ლარი.

 

ლარი
ლარი

15 ნოემბრისთვის განსაზღვრულ კურსთან შედარებით, ლარი აშშ დოლარის მიმართ არ შეცვლილა, ევროს მიმართ 0,0020 პუნქტით გაუფაუსრდა.

 

ეროვნული ვალუტა ბოლო ორი კვირის განმავლობაში სტაბილურად უფასურდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში ლარის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 0,01 პუნქტით, 1,66-დან 1,67-ზე გადაინაცვლა.

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2011 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.6793 ნიშნულზე დაფიქსირდა.

 

რამდენიმე დღეა, რაც ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში შეჩერდა.გასულ კვირას სებმა 20 მილიონი აშშ დოლარი ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გაყიდა, რითაც ლარის ვარდნა დოლართან მმართებაში შეაჩერა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი