ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძის ბლოკმა საბიუჯეტო დაფინანსების მქონე მეორე პარტია დაკარგა

27 აპრილი, 2018 • 2841
ნინო ბურჯანაძის ბლოკმა საბიუჯეტო დაფინანსების მქონე მეორე პარტია დაკარგა

ნინო ბურჯანაძის ბლოკში შემავალი პარტიის გამოყოფით “გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ” საბიუჯეტო დაფინანსება და რეკლამისთვის გამოყოფილი დრო დაკარგა.

ამის შესახებ “დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს, 26 აპრილს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბურჯანაძე ამბობს, რომ მის ბლოკს პარტია “დემოკრატიული მოძრაობა” გამოეყო. იგი ამ საკითხს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

“წაგვართვეს “დემოკრატიული მოძრაობა”. პირდაპირი ბრძანებაა ივანიშვილის მხრიდან, რომ მაქსიმალურად დასუსტდეს ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენს დასჯას ცდილობს ოლიგარქი იმიტომ, რომ ჩვენ მან ვერ დაგვიმონა”, – ამბობს ბურჯანაძე.

ბლოკიდან გამოსულმა “დემოკრატიულმა მოძრაობამ” ძველი სახელი “ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობა” დაიბრუნა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, პარტიის ლიდერად გოჩა ჯოჯუა ჯერ კიდევ გასული წლის 27 სექტემბერს დარეგისტრირდა.

ბურჯანაძის ბლოკიდან გამოყოფილი “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა” კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია. ცესკოს მონაცემებით, პარტიამ 2017 წელს 365 750 ლარის დაფინანსება მიიღო. ხოლო მისთვის განკუთვნილი სატელევიზიო რეკლამის ხარჯისთვის ბიუჯეტიდან 93 200 ლარი დაიხარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი