ახალი ამბები

პოლიციის აკადემიას შესაძლოა უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების სტატუსი მიენიჭოს

14 ნოემბერი, 2013 • • 1997
პოლიციის აკადემიას შესაძლოა უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების სტატუსი მიენიჭოს

კანონპროექტის მიხედვით, შს აკადემიას შესაძლებლობა მიეცემა კანონით გათვალისწინებული ყველა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვოს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.

 

შესაბამისი კანონპროექტის მიღების მიზანია შს სამინისტროს უმაღლესი და საშუალო რგოლის პროფესიონალი კადრების მომზადება. შს სამინისტრო მიიჩნევს, რომ ცვლილებები საპოლიციო საქმის, როგორც პროფესიის პოპულარიზაციას, პოლიციის სისტემის გაჯანსაღებას, აკადემიური პოლიციური კადრების ფორმირებას, პოლიციის კარიერული წინსვლის თანმიმდევრული სისტემის შექმნას, პოლიციის მუშაობის ეფექტიანობის მკვეთრ ზრდას, პოლიციის საზოგადოებაზე ორიენტირებულობას და სხვა ფაქტორებს ხელს შეუწყობს.

 

“საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეწუყობს აკადემიის ინფრასტრუქტურის ავტორაზაციის სტანდარტებთან სესაბამისობაში მოყვანას, სასწავლო პროგრამების შედგენას, ბიბლიოთეკსი ფონდის გადახალსიებას, აკადემიური კონკურსის ჩატარება და საქმის წარმოების ერთიანი სისტემის შემუშავებას,” – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

ცვლილებების მიხედვით, შს სამინისტროს უფელბა ენიჭება საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თანახმად საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაესებულების რექტორის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულო არ იქნება დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის არსებობა. 

 

შს მინსიტრის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, რომ ცვლილებების მიზანი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაა:

“თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში, შს სამინისტროში არსებული აკადემია არის უმაღლესი სასწავლებლის სტატუსის მქონე. ჩვენც გვაქვს ამ ევროპული სტანდარტის დამკვიდრების მოთხოვნა, რათა მაღალკვალიფიციური კადრები მივიღოთ, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სურს სამინისტროს ფარგლებში მაღალი თანამდებობები დაიკავოს.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ბოლონიიის პროცესთან მოდის წინააღმდეგობაში:

 

“ცვლილებებით, პოლიციის აკადემიას მიეცემა უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი და შესაბამისად დაადასტურეს, რომ რექტორად დარჩება ლუკა კურტანიძე. ამ აკადემიას და ლუკა კურტანიძეს ექნებათ დოქტორის და მაგიტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების უფლებამოსილება. პოლიციის რეფორმა რეგიონში ყველაზე წარმატებული რეფორმა იყო და ახლა ამ რეფორმის შედეგების ამ სახით ცვლილება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც შეეხება განათლებას, ცვლილება ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს. არის გაუმართლებელი და ამიტომ ვთვლით, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს და გადაიხედოს.”

 

აღნიშნულ კანონპროექტს კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ უყრიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი