ახალი ამბები

მოკლედ – ‘რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე’ კანონის მიღების მცდელობები საქართველოში

24 აპრილი, 2018 • 2471
მოკლედ – ‘რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე’ კანონის მიღების მცდელობები საქართველოში

დღეს, 24 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელიც ემზარ კვიციანის მიერ “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე” ინიცირებულ კანონპროექტს უფრო დახვეწს.

კანონპროექტის მიხედვით, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” ხდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა. იდეის დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დარბაზში მსხდომმა წევრებმა ინიციატივას დღეს მხარი დაუჭირეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისგან დაცვას კანონმდებლობის შექმნით ცდილობენ. გთავაზობთ მოკლედ, გადაავლოთ თვალი ამ მცდელობების შესახებ ერთად თავმოყრილ ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი