ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტრომ აგვისტოს ომის შედეგად გადამწყვარი ტყის აღდგენა დაიწყო

12 ნოემბერი, 2013 •
გარემოს დაცვის სამინისტრომ აგვისტოს ომის შედეგად გადამწყვარი ტყის აღდგენა დაიწყო

16 ჰექტარის ფართობის შემოღობილ მიწის ნაკვეთზე 22 500 ნერგი დაირგება. ამ ეტაპზე 17 ათასი ნერგია დარგული.

 

“პირველად ხუთი წლის მანძილზე ხდება შეიარაღეული კონფლიქტის შედეგად გადამწყვარი ტყეების აღდგენა. დავიწყეთ 16 ჰექტარით. შემოღობილია ეს 16 ჰექტარი. ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, მანამდე გაკეთებული იყო შესწავლა ნიადაგის, შერჩეული იქნა ნერგები,” განუცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ ტელეკომპანია იმედს. 

 

მინისტრის თქმით, პროექტი ფინეთის მთავრობის ფინანსური დახმარებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი