ახალი ამბები

კალაძე: უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ

11 ნოემბერი, 2013 • • 940
კალაძე: უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ

“უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა დავაყენოთ ფეხზე, რადგან მხოლოდ ძლიერი ეკონომიკით ვიქნებით შემდგარი სახელმწიფო,”- განაცხდა კახა კალაძემ და 2013 წლის მიღწევების შესახებ ისაუბრა. 

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის ტარიფი 3,54 თეთრით, დაახლოებით 20%-ით შემცირდა. 1 მარტიდან ბუნებრივი აირის ტარიფი 10%-ით გაიაფდა.

 

ანგარიშის მიხედვით, ინდივიდუალური მრიცხველები მთელი მოსახლეობის 85%-ს აქვს. გასული ერთი წლის განმავლობაში დამატებით 32 ათასი აბონენტი გამრიცხველიანდა. 2016 წლამდე მთლიანად დასრულდება საქართველოს ინდივიდუალური გამრიცველიანების პროგრამა, თქვა მინისტრმა. 

 

ენერგეტიკის მინისტრმა გაზიფიცირების საკითხეც ისაუბრა. მისი თქმით, გაზიფიცირებულია საქართველოს მოსახლეობის 65%, ერთი წლის განმავლობაში დამატებით ბუნებრვი აირი 22 500-მა ოჯახმა მიიღო. 2014 წლის გაზიფიცირების გეგმის მიხედვით, დამატებით 350-მდე სოფლის 40 ათასი აბონენტის გაზიფიცირებას გულისმობს, რომელიც უკვე შემუშავებულია. 

 

კალაძის განმარტებით, გაზიფიცირეულ სოფლებში ქსელზე მიერთება მოქნილი პირობებით მოხდება- თვეში 25 ლარად, ხოლო ჯამური თანხა 600 ლარზე მეტი არ იქნება.  

 

ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით, დაიყო უშუქო სოფლების ელექტრომომარაგების პროექტის განხორციელება. სახელმწიფო დაფინანსებით მოხდება 28 სოფლის სრული ელექტრიფიკაცია და მთავრობის გადაწყვეტილებით პირველი ეტაპისთვის 1,7 მილიონი ლარი უკვე გამოიყო. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები 7 სოფელში მიმდინარეობს, რომელიც წლის ბლოს დასრულდება. 

 

“რედისონში” მიმდინარე პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის წევრები, სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიებისა და დონორი ორგანიზაციების წამრომადგენლები, ენერგოსექტორში მომუშავე ინვესტორები ესწრებიან.  

მასალების გადაბეჭდვის წესი