ახალი ამბები

დაკარგული ნინო გვასალია გარდაცვლილი იპოვნეს

10 ნოემბერი, 2013 • • 2718
დაკარგული ნინო გვასალია გარდაცვლილი იპოვნეს

“ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვნეს, წინასწარი ინფორმაციით, თვითმკვლელობაა. ექსპერტ–კრიმინალისტები ადგილზე მუშაობენ”– განაცხადა შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა. 

 

მისივე თქმით, ნინო გვასალიას ოჯახი ინფორმირებულია. 

 

22 წლის ნინო გვასალიას გაუჩინარების შესახებ ცნობილ 18 ოქტომბერს გახდა. გოგონას დედა, ლალი ცინცაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერდა, რომ ნინო გვასალია 17 ოქტომბერს, დღის 1 საათზე გავიდა სახლიდან მარტო და მას შემდეგ არ გამოჩენილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი