ნეტგაზეთი | საჭიდაო ტატამი ბავშვებს დევნილთა სამინისტროსგან საჭიდაო ტატამი ბავშვებს დევნილთა სამინისტროსგან – Netgazeti
Batumelebi | RU

საჭიდაო ტატამი ბავშვებს დევნილთა სამინისტროსგან

 

ნაკრას  საჯარო სკოლის მოსწავლეებს  სოზარ სუბარმა და სპორტისა და ახალგაზრდობის    მინისტრის მოადგილეებმა საჭიდაო ტატამი და  სპორტული  ფორმები გადასცეს.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა, განსახლებისა და  ლტოლვილთა მინისტრმა  სოზარ  სუბარმა ზემო სვანეთში  სტიქიური  მოვლენების შედეგად ადგილნაცვალი პირების ოჯახები მოინახულა. მინისტრი ეკომიგრანტებს  სტიქიის შედეგად დაზარალებული  და  გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების  შერჩევისა და  განსახლების  კრიტერიუმებზე ესაუბრა.

 

იმავე დღეს  სოზარ სუბარი საქართველოს სპორტისა და  ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებთან, შალვა  გოგოლაძესთან და  აკაკი  ლოდიასთან  ერთად, მესტიის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ნაკრას საჯარო სკოლას  ეწვია, რომლებმაც   სკოლის მოსწავლეებს    სპორტის  სამინისტროს  საჩუქარი- საჭიდაო  ტატამი  და   სპორტული ფორმები გადასცა.  როგორც  შალვა  გოგოლაძემ აღნიშნა,    ქართული  ჭიდაობის   ხელშეწყობა,  მართლაც,  მეტად მნიშვნელოვანია  და  რაც უფრო მეტი ახალგაზრდა  ჩაებმება  ჭიდაობის  სხვადასხვა ჯგუფში,   მით უკეთესი იქნება ჩვენი მომავალი თაობის   ჯანსაღი  აღზრდა-განვითარებისთვის,   მათი სპორტული   მიღწევებისთვის.

 

მინისტრის მოადგილე დაპირდა მოსწავლეებს,  რომ  სპორტის სამინისტრო კვლაცავ გააგრძელებს  ამ ნიჭიერი  ბავშვების  ხელშეწყობასა და  დახმარებას.   

 

ნაკრას  საჯარო სკოლის დირექტორმა  სპარტაკ   გვარმიანმა  სტუმრებს  მადლობა  გადაუხადა საჩუქრებისთვის  და  აღნიშნა, რომ  ინფრასტრუქტურის სამინისტრო  წელს აპირებს  სკოლის  სპორტდარბაზის  სრულ რეაბილიტაციას, რაც კიდევ უფრო დიდი  სტიმული იქნება  აქაური ბავშვებისთვის,  რათა  სპორტით სერიოზულად დაკავდნენ.

 

 შეხვედრის დასასრულს,  სკოლის  სპორტდარბაზში  ჭიდაობაში  მცირე  ტურნირიც გაიმართა.

 

ზემო სვანეთში მინისტრი სოზარ სუბარი  ჰ’ალიშობის    საუფლო დღესასწაულს დაესწრო, რომელსაც აქაურები  საზაფხულო დღესასწაულსაც უწოდებენ  და ის,   ტრადიციულად, წელიწადის ამ დროს,   მ’ჰში    აღინიშნება.  ამ დღეს, აქ,  სვანეთის სხვადასხვა სოფლებიდან მონაწილეობენ  დღესასწაულის  მსვლელობაში. მინისტრი ,,უფლის ტაძარში,“    რომელიც XVIII   საუკუნეს  განეკუთვნება,  ადგილობრივებთან ერთად,   წირვას  დაესწრო.   წირვა  ამ პატარა  ეკლესიაში   1924 წლის შემდეგ პირველად   ჩაატარა. 

 

წირვის დასრულების შემდეგ,  გაიმართა   სხვადასხვა  სპორტული ღონისძიება: ცხენების დოღი,   შეჯიბრებები სპორტულ და  საბრძოლო   ხელოვნებებში, ტრადიციული ფალავანთა შერკინება, რომლის გამარჯვებულიც  ლადო  ცალანი  გახდა. ჰ’ალიშობა    სვანეთს   ერთი წლით დაემშვიდობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
რეკლამა