ბრიფინგის თემა იქნება:
შრომით კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, ქალთა შრომითი ურთიერთების გაუმჯობესების მიზნით.
9 ნოემბერს, 11 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიმდინარეობას პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში დააკვირდება. ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ ჩაწერონ კომენტარები ოლიმპიადის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ. საკონტაქტო პირი: თეიკო ანჯაფარიძე 577 50 09 35
9 ნოემბერს, 12 საათზე, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში (ქიქოძის # 16)დაესწრებიან ტრენინგს, რომელიც ტარდება პრობაციის ბიუროების ოფიცრებისთვის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობის და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით.
9 ნოემბერს, შაბათს, 16.00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება სერგი ჭილაიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მოგონებების საღამო, ასევე, წიგნის, „მოგონებები, ლიტერატურული წერილები მწერლის ეპისტოლარული მემკვიდრეობიდან“ პრეზენტაცია.