ახალი ამბები

ეროვნული ბანკი: ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება

8 ნოემბერი, 2013 • • 1149
ეროვნული ბანკი:  ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება

ამის შესახებ სებ–ის ვიცეპრეზიდენტმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:


ფული, ლარი
ფული, ლარი

“მინდა გითხრათ, რომ ბაზარზე განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. ასეთი ცვლილებები აქამდე ხდებოდა, ახლაც ხდება და მომავალშიც დაფიქსირდება. ეს არის ვალუტისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ფუნქცია. ლარის სტაბილურობას არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერიოდში საფრთხე არ ემუქრება. ამის გარანტი არის ეროვნული ბანკი.”


არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ ლარის კურისის განსაზღვრაში სების მხრიდან ხელოვნური ჩარევა გამორიცხულია. 


“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ სები პროცესში არ ჩერევა, რა გარანტიები აქვს ეროვნულ ბანკს, როცა აცხადებს, რომ ლარი სტაბილური იქნება, არჩილ მესტვირიშვილმა არ უპასუხა.


მისი თქმით, სების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ბანკის ვებგვერდზე განთავსდება.  

 

სების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 2013 წლის 8 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 8 ნოემბრის 17 საათისთვის 1.6774 შეადგინა.

 

ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში  8 ნოემბერის დილას 1,6793 ნიშნულზე შეჩერდა, გუშინ ეს მაჩვენებელი 1,6737-ით განისაზღვრა. ლარი აშშ დოლართან მიმართებაში ერთ დღეში 0,0056 პოუნქტით გაუფასურდა. 

 

ეროვნული ლარი ასევე უფასურდება ევროსთან მიმართებაშიც. 7 ნოემბერს ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში 2,2607 ნიშნულზე დაფიქსირდა. 8 ნოემბერს ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში, ეროვნული ბანკის მონცემებით, 2,2697 შეადგინა. ლარი ევროსთან მმართებაში 0,0090 –ით გაუფასურდა.  

 

ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურად უფასურდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში ლარის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 0,01 პუნქტით, 1,66-დან 1,67-ზე გადაინაცვლა.

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2011 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.6793 ნიშნულზე დაფიქსირდა.


2013 წლის 8 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.6774 შეადგინა.


მასალების გადაბეჭდვის წესი