ახალი ამბები

ლარი გაუფასურდა

8 ნოემბერი, 2013 • • 1532
ლარი გაუფასურდა

ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში  8 ნოემბერს 1,6793 ნიშნულზე შეჩერდა, გუშინ ეს მაჩვენებელი 1,6737-ით განისაზღვრა. ლარი აშშ დოლართან მიმართებაში ერთ დღეაში 0,0056 პოუნქტით გაუფასურდა. 

 

ფული
ფული

ეროვნული ლარი ასევე უფასურდება ევროსთან მიმართებაშიც. 7 ნოემბერს ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში 2,2607 ნიშნულზე დაფიქსირდა. 8 ნოემბერს ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში, ეროვნული ბანკის მონცემებით, 2,2697 შეადგინა. ლარი ევროსთან მმართებაში 0,0090 –ით გაუფასურდა.  

 

ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურად უფასურდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში ლარის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 0,01 პუნქტით, 1,66-დან 1,67-ზე გადაინაცვლა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2011 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.6793 ნიშნულზე დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი