ახალი ამბები

კოჟორიძე კბილაშვილის გადადგომაზე: გახმაურებული საქმეები გამოუძიებელია

7 ნოემბერი, 2013 • • 1032
კოჟორიძე კბილაშვილის გადადგომაზე: გახმაურებული საქმეები გამოუძიებელია

კოჟორიძის თქმით, კბილაშვილის თანამდებობაზე დანიშვნისთავანავე მთავარ პროკურატურას ათასობით ადამიანმა მიმართა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით და მათი პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა.

 

კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟრიძე ამბობს, რომ 233 პროკურორიდან 232 პროკურორზე საჩვარი შევიდა, რომ ისინი არღვევდნენ საკუთარ უფლებამოსილებებს და ამ პრობლემების მოგვარება ძალიან რთული იყო კბილაშვილისთვის. 

 

“ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანია გახმაურებული საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით. არ იცის საზოგადოებამ, რა ხდება ამ საქმეებზე,”- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 

იურისტის თქმით, არჩილ კბილაშვილმა მთავარი პროკურორის თანამდებობა ისე დატოვა, რომ გამოსაძიებელია 7 ნოემბრის მიტინგის დაშლა და ტელეკომპანია “იმედის” შენობაში შეჭრა, ვანო მერაბიშვილის დაჭერა 26 მაისის დარბევის გამოძიებას არ ნიშნავს, 17 ადამიანისთვის ბრალის წაყენება არ გულისხმობს წამების, როგორც სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. 

 

კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ მთავარმა პროკურატურამ უპირველესად ის საქმეები უნდა გამოიძიოს, რომელთა მიმართ საზოგადოებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს. 

 

“ამ საქმეების გამოძიებით პროკურატურა ნამდვილად დაინტერესებული უნდა იყოს. მოვუწოდებ მთავარ პროკურორს, ვინც არ უნდა იყოს მომავალში, რომ ამ ტიპის საქმეებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ,”- თქვა კახა კოჟორიძემ. 

 

საქართველოს მთავარი პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს, 7 ნოემბერს, განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, არ არსებობს არანაირი დაპირისპირება საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრსა და ამჟამინდელ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თუმცა ამის მიუხედავად მან თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი