ახალი ამბები

მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის კონცერტზე დაუკრავს

18 აპრილი, 2018 • 6376
მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის კონცერტზე დაუკრავს

ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი 2018 წლის 8 დეკემბერს ნობელის პრემიის კონცერტზე დაუკრავს, რომელიც სტოკჰოლმის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ლიზა ბათიაშვილი კონცერტის სოლისტი იქნება, ხოლო სტოკჰოლმის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრს კარინა კენელაკი უდირიჟორებს.

2018 წელს ნობელის პრემიის კონცერტი მეცამეტედ გაიმართება და მას ნობელის ფონდის სტუმრები და შვედეთის სამეფო ოჯახის წევრები დაესწრებიან.

ლიზა ბათიაშვილი თბილისში დაიბადა. დაწყებითი მუსიკალური განათლება თბილისის “ნიჭიერთა ათწლედში მიიღო. 1991 წლიდან  გერმანიაში ცხოვრობს, სწავლობდა ჰამბურგის კონსერვატორიაში, 1993 წლიდან სწავლობდა მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში; თანამშრომლობს და გამოდის ევროპის წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან.

[blue_box]ჯილდოები პრემიები, პრიზები [/blue_box]

  • 2015 – ბერნსტაინის სახელობის კონკურსი, I პრემია
  • 2011 – “ECHO Klassik”-ის ორგზის გამარჯვებული ალბომისათვის “Choes of Time”
  • 1995 – სიბელიუსის კონკურსი, II პრემია (ფინეთი)
  • 1989 – დვარიონასის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, I პრემია (ვილნიუსი)
  • 1989 – ცენტრალური მუსიკალური სკოლების საკავშირო კონკურსი(ქ. ოდესა), სპეციალური პრიზი
  • MIDEM–ის პრემია
  • ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი(ბეთჰოვენის ფესტივალი)
  • BBC–ის პროგრამა “New Generation Artists”–ის გამარჯვებული

 

მასალების გადაბეჭდვის წესი