ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტრომ “ყაზბეგი ჰესის” მშენებლობაზე დადებითი დასკვნა გასცა

4 ნოემბერი, 2013 • • 1431
გარემოს დაცვის სამინისტრომ “ყაზბეგი ჰესის” მშენებლობაზე დადებითი დასკვნა გასცა

ბრძანების თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა განუსაზღვრელი ვადითაა გაცემული და ძალაში შევა შპს “ყაზბეგი ჰესის”
მიერ ამ ბრძანების გაცემისთანავე. ხოლო ბრძანების გასაჩივრება საქართველოს მთავრობაში მისი ძალაში შესვლიდან ერთ თვეშია შესაძლებელი. 

 

ჰაზბეგის მუნიციპალიტეტში განთავსებული ჰესი დერივაციული ტიპის იქნება და მისი საშუალო წლიური გამომუშავება 27.2 მილიონ კვტ/სთ–ს შეადგენს.

 

ხდის ხეობაში ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი ორგანიზაცია “სტეფანწმინდას” ორგანიზებით რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ჰესის მშენებლობის შეჩერების მთხოვნით აქცია გაიმართა.

ხდის ხეობა

მასალების გადაბეჭდვის წესი