“ახალი კონსტიტუციით ქვეყანაში უმაღლესი ხელისუფალი იქნება პრემიერ-მინისტრი”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მან კანდიდატის წარდგენისას ყურადღება ღარიბაშვილის ოჯახურ მდგომარეობაზეც გაამახვილა:
“მას ყავს ძალიან კარგი მეუღლე. აღასანიშნავია, რომ მათ სკოლის მერხიდან უყვართ ერთმანეთი. ეს ჩემთვის უნიკალურია. ასეთი პირველი ლედი გეყოლებათ, ძალიან ღირსეული პირველი ლედი ეყოლება საქართელოს, ძალიან ტრადიციული ოჯახის შემქმნელი, ძალიან დამსახურებული, ასე ვთქვათ. კიდევ ერთს გავუსვამდი ხაზს, რაც უნიკალურია ჩემთვისაც კი, რომ ირაკლის მშობლები და სიდედრი–სიმამრი ერთად ისვენებენ. შვებულებას ერთად ატარებენ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. თქვენ იცით, მე გართულება მაქვს ოჯახზე და მიხარია, რომ ირაკლი აქაც აჭარბებს და იმაზე კარგი აქვს [ოჯახი], რაც შეიძლება იყოს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და მე კიდევ ერთს გავუსვამდი ხაზს და გავიხსენებდი, როგორია ჩვენი მომავალი პირველი ლედი.
მე მახსოვს, როდესაც განცხადება გავაკეთე პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, პირველი ნუნუკას [ირაკლი ღარიბაშვილის ცოლი] მამა დაიჭირეს, თამაზ თამაზაშვილი. მახსოვს, მე და ირაკლის როგორი რთული დღები გვქონდა, ირაკლისთან ჰქონდათ ერთადერთი მოთხოვნა, რომ არ უნდა დამდგარიყო ჩემ გვერდით, ირაკლის, რა თქმა უნდა, წარბი არ შეუხრია, მაგრამ მე დაჟინებით ვეუბნებოდი, რომ ეს არის შენი მეუღლის მამა, ქალებს თავისი პოზიცია აქვთ და მე მინდა იქაც პირნათელი ვიყო და ვაიძულე ირაკლი, რომ მაინც სახლში მისულიყო. თუმცა ნაწყენი წავიდა ჩემგან. მე ესეც არ ვიკმარე და ტელეფონით დავურეკე ნუნუკას. ასეთი იყო მდგომარეობა, ეუბნებოდნენ, რომ როდესაც გაიგებ მამაშენი გულით გარდაიცვალა ციხეში, იმ საღამოს შენს მეუღლესაც წავიყვანთ. ასეთი მუქარები იყო, ეს მე ძალიან კარგად ვიცოდი, როცა ვუთხარი, რომ მესმოდა, რამდენად რთულ მდგომარეობაში იყო, და ვუთხარი- იქნებ ირაკლის გადააწყვეტინო…. პასუხი ასეთი მივიღე, მეც თუ საჭირო ვიქნები, არ შევშინდები და ჩემი სამშობლოს სამსახურში ჩავდგები “. – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.