ახალი ამბები

გზაზე პირუტყვის გადაადგილების წესს კანონი დაარეგულირებს

31 ოქტომბერი, 2013 • • 2359
გზაზე პირუტყვის გადაადგილების წესს კანონი დაარეგულირებს

წარმოდგენილი კანონპროექტით, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, სახელმწიფო ან საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე პირუტყვის გადაადგილების წესი რეგულირდება. კერძოდ, აღნიშნულ გზებზე პირუტყვის მიერ “საგზაო უსაფრთხოების შესახებ” კანონის დარღვევა, მეხრეს ან მესაკუთრის 10 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 

 

 

„თუ მეხრე ადგილზე არაა, პირუტყვის მეპატრონე დაჯარიმდება. ოღონდ საქმე ეხება სახელმწიფო ან საერთაშორისო გზებს. იგივე თბილისი-ქუთაისის საგზაო მონაკვეთზე ეს კანონი იმოქმედებს. საუბარია წესების დარღვევაზე, ხოლო ამ წესებს განსაზღვრავს კანონი „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ . ჯერ მაინც ახალი ნორმაა და ითქვა, რომ ჯარიმა მცირედი იყოს,“ – ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძე.

 

 

კითხვაზე, აღნიშნული შეზღუდვა როგორც მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა საქონელზე თუ ვრცელდება, შავგულიძე პასუხობს: „პირუტყვი, საქონელი… ანუ ფრინველზე არ არის ეს, ეს არის საქონელზე.”

 

კომიტეტმა ცვლილებების განხორციელებას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი