მემორანდუმი ახალი ჰესების მშენებლობის მიზნით პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას გულისხმობს.
კომპანიამ კვლევა 18 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ჰესების ტექნიკური მონაცემები დაზუსტდება და ინვესტორი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკრეტულ პროცედურებს დაიწყებს.
ტეხურას კასკადი ოთხ ჰიდროელექტროსადგურს მოიცავს:„ლეჩეხა ჰესი“ – დადგმული სიმძალვრე 18,4 მეგავატი, წლიური გამომუშავება – 90,8 მლნ კვტ.საათი; „ერჯია ჰესი“ – დადგმული სიმძალვრე 29,1 მეგავატი, წლიური გამომუშავება – 133,7 მლნ კვტ.საათი; „ცხიმრა ჰესი“ – დადგმული სიმძალვრე 27,6 მეგავატი, წლიური გამომუშავება – 134,4 მლნ კვტ.საათი; „ნობულევი ჰესი“ – დადგმული სიმძალვრე 42 მეგავატი, წლიური გამომუშავება – 197,4 მლნ კვტ.საათი.
„Business Unit Industry & Energy” სამხრეთაფრიკული კომპანიის „Royal HaskoningDHV“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ინვესტირებას პირველად ახორციელებს.
„Business Unit Industry & Energy”–ს ენერგეტიკაში და მრეწველობის სხვადასხვა სექტორში მუშაობის 130 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია მსოფლიოს 35 ქვეყანაში მუშაობს.